დამკვეთი: თეგეტა მოტორსი
ფართი: 2,600 M
დასრულების თარიღი: ივლისი 2022
მომსახურების სფერო: სამშენებლო პროექტის მართვა
პროექტის შესახებ: თეგეტა მოტორსის პორშე ცენტრის რეკონსტრუქციის პროექტი მოიცავდა საერთაშორისო საავტომობილო ბრენდის თბილისის უმაღლესი კლასის შოურუმის განახლებას და ახალი სახელოსნოს მშენებლობას. არსებული შოურუმის ინტერიერი სრულად განახლდა პორშეს თანამედროვე სტანდარტების მიხედვით.