About Us Banner

უკეთესი გარემოს შექმნა

LSG Solutions გთავაზობთ სამშენებლო მენეჯმენტის, დიზაინისა და საკონსულტაციო მომსახურებებს უძრავი ქონების, ჯანდაცვის, ინდუსტრიული და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.

დიზაინისა და მშენებლობის პროცესების სიღრმისეული ცოდნა გვაძლევს შესაძლებლობას, განვახორციელოთ ვიზუალურად დახვეწილი, ტექნიკურად სანდო და ეკოლოგიურად მდგრადი ინფრასტრუქტურული პროექტები. თითოეული პროექტი ეფუძნება პრაქტიკულ და ეფექტურ დიზაინის გადაწყვეტილებებს, რაც უზრუნველყოფს ხარისხს, კომფორტსა და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ნორვეგიულ საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია Multiconsult Group-თან, რომელიც 1908 წლიდან ოპერირებს და 3,500-ზე მეტ ინჟინერს აერთიანებს, საშუალებას გვაძლევს, ერთობლივად ვმართოთ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები სამხრეთ კავკასიაში Multiconsult UK-ის ჩართულობით.

2023 წლიდან, LSG Solutions თანამშრომლობს PROCORE Technologies-თან — სამშენებლო პროექტების მენეჯმენტის გლობალურ ლიდერთან. პლატფორმა ამარტივებს სამუშაო პროცესებს, ზრდის კონტროლის ხარისხს და აძლიერებს კოორდინაციას ყველა მონაწილე მხარეს შორის. დღეს, LSG Solutions-ის ყველა მიმდინარე პროექტი იმართება PROCORE-ის საშუალებით. ჩვენი მიზანია — ვიყოთ იმ სტანდარტების მატარებელი, რომელიც ხარისხზე, პასუხისმგებლობაზე და ტექნიკურ სრულყოფილებაზეა დაფუძნებული.

ჩვენი მისია

ჩვენი მიზანია სამშენებლო სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის ხარისხისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას და ასევე, გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებას, ამ ყველაფრის განხორციელება კი ეფექტური მართვის სისტემებისა და მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვითაა შესაძლებელი.

ჩვენი გუნდის შესახებ

ჩვენმა გუნდმა წარმატებით განახორციელა 50-ზე მეტი პროექტი, მათ შორის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, ინდუსტრიული ობიექტები, საავადმყოფოები, ლაბორატორიები და საცხოვრებელი კომპლექსები. პროექტები განხორციელდა ეფექტური მენეჯმენტის სტრატეგიების, შესაბამისი ადმინისტრაციული პროცესების და ღრმა ტექნიკური ცოდნის გამოყენებით. ჩვენი გუნდი გამოირჩევა გენერალური კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების, დიზაინერების, კონსულტანტების და სხვა დაინტერესებული მხარეების ეფექტური მართვის უნარით. ყველა პროექტი განხორციელდა FIDIC-ის სხვადასხვა გამოცემის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს მათი შესაბამისობასა და ხარისხის სტანდარტების დაცვას.

soso beridze photo

სოსო ბერიძე

Managing Partner / CEO
goga gujejiani photo

გოგა გუჯეჯიანი

Managing Partner
davit chelishvili photo

დავით ჭელიშვილი

Chief Technical Officer
irakli ukleba photo

ირაკლი უკლება

Projects Director
sandro baliashvili photo

სანდრო ბალიაშვილი

Projects Director