სექტემბერი 29, 2026

BIM World კოპენჰაგენი 2026

16-17 სექტემბერს LSG Solutions-ის გუნდი დაესწრო BIM World კოპენჰაგენი 2026-ს, საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც არქიტექტურის, საინჟინრო და სამშენებლო სექტორებში ციფრულ ტრანსფორმაციას ეძღვნება.

LSG Solutions ღონისძიებაზე თითქმის 20-კაციანი დელეგაციით იყო წარმოდგენილი. ორდღიანი პროგრამა მოიცავდა BIM-ის გამოყენებას პროექტის მონაცემთა მართვაში, მულტიდისციპლინურ კოორდინაციაში, სამშენებლო პროცესებსა და შენობების ოპერირებაში. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ასევე ხელოვნურ ინტელექტს, ავტომატიზაციასა და digital twin ტექნოლოგიებს.

დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება BIM-ის პრაქტიკული გამოყენების გაფართოებას შეეხებოდა — არა მხოლოდ მოდელების შექმნას, არამედ მოდელებში არსებული მონაცემების გამოყენებას კოორდინაციის გაუმჯობესებისთვის, ხარისხის კონტროლის გაძლიერებისთვის, მშენებლობის უფრო ეფექტიანი მართვისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად.

BIM World კოპენჰაგენზე მიღებული ცოდნა LSG Solutions-ის გუნდს აძლევს შესაძლებლობას, შეაფასოს ინდუსტრიაში განვითარებადი ტექნოლოგიური მიმართულებები და მათი პრაქტიკული მნიშვნელობა პროექტების განხორციელების პროცესში.