ASKANELI TRADEMARK COLLECTION BY WYNDHAM

დამკვეთი: ასკანელი
ფართი: 12,000 M
დასრულების თარიღი: სექტემბერი 2022
მომსახურების სფერო: სამშენებლო პროექტის მართვა

სასტუმრო მდებარეობს ყვარლის მახლობლად, კახეთის რეგიონში. პროექტი განხორციელებულია საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორ Wyndham-ის სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად და მოიცავს 50 სტუმრისთვის განკუთვნილ ნომერს, საკონფერენციო სივრცეს, აუზს, ღვინის მარანს კახური ტრადიციული სტილითა და სპორტულ ინფრასტრუქტურას. სასტუმროს კონცეფცია ღვინის კურორტის იდეას ეფუძნება – იგი მდებარეობს ღვინის ქარხნის გვერდით, "ასკანელის" ვენახებში, საიდანაც იშლება შთამბეჭდავი ხედები კავკასიონის მთებზე. უნიკალური არქიტექტურული დიზაინი შესრულებულია სამკუთხა კუბის ფორმით, რომელიც ყურძნის მტევანს ასახავს.