საწყობი DRESS UP
დამკვეთი: Trade Line LTD
ფართი: 9,500 მ²
დასრულების თარიღი: მაისი 2024
მომსახურების სფერო: პროექტის მენეჯმენტი
როგორც Trade Line LTD-ის ახალი საწყობისა და ლოგისტიკური ცენტრის პროექტის მენეჯერი, LSG Solutions სიამაყით ხელმძღვანელობს ამ მასშტაბური პროექტის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანამედროვე მშენებლობის უახლესი მიღწევების დანერგვა, მათ შორის, წინასწარ დამზადებული რკინაბეტონის კონსტრუქციების გამოყენება, რაც უზრუნველყოფს შენობის სიმტკიცეს, სიზუსტესა და გრძელვადიან ეფექტიანობას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლოგისტიკური ცენტრი სრულად იქნება მომარაგებული მზის ენერგიით. მზის პანელების კომპლექსური სისტემის მეშვეობით განახორციელებული ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ჩვენს მდგრადი განვითარების პრინციპებსა და ეკო-მეგობრულ მიდგომებს. პროექტი არა მხოლოდ ამცირებს ნახშირბადოვან კვალს, არამედ ხელს უწყობს ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ინიციატივების წინსვლას ლოგისტიკის სფეროში.
