Gonio Yachts & Marina | Black sea, Georgia
დამკვეთი: EAGLE HILLS (Emaar)
ფართი: 224,030 m²
მომსახურების სფერო: აღმასრულებელი არქიტექტორი/Architect of Record
დასრულების თარიღი: ივნისი, 2026
პროექტის შესახებ:
Gonio Yachts & Marina არის ამბიციური, მსოფლიო დონის სანაპირო განვითარების პროექტი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმთან ახლოს. პროექტი განვითარებულია Eagle Hills-ის მიერ, როგორც მასშტაბური, მულტიფუნქციური მასტერგეგმების ტრანსფორმაციული პორტფელის ნაწილი. იგი აერთიანებს ლუქს კლასის სანაპირო საცხოვრებელ სივრცეებს, მაღალი დონის ინფრასტრუქტურას, სასტუმროს, რითეილსა და მრავალფეროვან საზოგადოებრივ სივრცეებს ერთიან, ინტეგრირებულ გარემოში, რომელიც გამოხატავს ზღვისპირა ცხოვრების კულტურასა და სტილს.
პროექტის გენერალური გეგმა შექმნილია მრავალფეროვანი გამოცდილებების შეთავაზებისთვის — პრემიუმ საცხოვრებელი კვარტლებიდან და ბრენდირებულ სასტუმროებიდან დაწყებული, იახტკლუბის სერვისებით, სანაპირო სასეირნო, დასასვენებელი სივრცეებითა და ლანდშაფტურად დაგეგმილი საზოგადოებრივი ზონებით დასრულებული. შავი ზღვის სანაპიროს ბუნებრივი სილამაზით შთაგონებული პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეით კავშირებს და გააზრებულად დაგეგმილ ღია სივრცეებს, რომლებიც ზრდის ცხოვრების ხარისხსა და ადგილის მიმზიდველობას.
LSG პასუხისმგებელია კონსტრუქციული, ფასადის და MEP დიზაინის შემუშავებაზე, ასევე ხარისხის კონტროლზე (QA/QC) და საერთო დიზაინის მართვაზე. ეს მოიცავს ყველა საინჟინრო დისციპლინის კოორდინაციას, ადგილობრივ სამშენებლო კოდებსა და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, ასევე პროექტის მხარდაჭერას კონცეფციური დიზაინიდან სატენდერო პაკეტისა და IFC დოკუმენტაციის მომზადებამდე. აღნიშნული პასუხისმგებლობების ფარგლებში, LSG მონაწილეობს პროექტის არქიტექტურული იდენტობის, ტექნიკური მდგრადობისა და რეალიზებადობის ფორმირებაში.