Ibis ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
დამკვეთი: კინორ ინვესთმენთ
ფართი: 6000 M
დასრულების თარიღი: მარტი 2024
მომსახურების სფერო: სამშენებლო პროექტის მართვა
LSG Solutions არის IBIS Kutaisi Airport Hotel-ის პროექტის მენეჯერი. სასტუმრო მდებარეობს ქუთაისის აეროპორტის მოპირდაპირედ და მისი კონცეფცია შემუშავებულია Accor-ის, ფრანგული საერთაშორისო სასტუმრო ქსელის, სტანდარტების შესაბამისად.
ლოკაცია განკუთვნილია როგორც ქუთაისის აეროპორტით მგზავრთათვის, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის. სასტუმრო მოიცავს 149 ნომერს, ორ რესტორანს, ლაუნჯს, საკონფერენციო დარბაზსა და აუზს.
განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობისა და გარემო პირობების გათვალისწინებით, პროექტი მოითხოვს თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებებს მომხმარებელთა მაქსიმალური კომფორტისთვის, მათ შორის ამინდის პირობებისა და ხმაურის იზოლაციის გათვალისწინებით.
