INTERNATIONAL LIFESTYLE HOTEL

დამკვეთი: SODI INVESTMENT
ფართი: 5,800 M
დასრულების თარიღი: მარტი 2024
მომსახურების სფერო: სამშენებლო პროექტის მართვა

პროექტის შესახებ: Sodi Investment ბათუმის ცენტრში, გამსახურდიას ქ. N12-ში, არსებული ისტორიული შენობის ტერიტორიაზე, 48 ნომრიან პრემიუმ კლასის Tribe სასტუმროს მოწყობას გეგმავს. აღნიშნულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და 1905 წელს მოდერნისტულ სტილში აიგო, როგორც ძველი ბანკი.

ცნობილი ქართველი მწერალი დავით კლდიაშვილი თავის ჩანაწერებში აღნიშნავს ამ შენობის პირველ მფლობელს - განათლებულ და შეძლებულ ადამიანს, სპოლიანსკის, რომელიც იმ დროის ფინანსურ საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

Sodi Investment აპირებს კიდევ უფრო დიდი ღირებულება შემატოს თავად ბათუმს -  შენარჩუნდეს ძველი ბანკის ესთეტიკა და ამავდროულად, იგი ქალაქის ეკონომიკის პირდაპირი მონაწილე გახდეს.