მწვანე კონცხი ბოტანიკო
დამკვეთი: სილქ დეველოპმენტი
ფართი: 15,000 M
დასრულების თარიღი: თებერვალი 2023
მომსახურების სფერო: სამშენებლო პროექტის მართვა
მწვანე კონცხი ბოტანიკო არის „სილქ დეველოპმენტი“- ისა და „ანაგი“-ს ერთობლივი პროექტი. არქიტექტურული პროექტის ავტორი MUA Architecture & Placemaking გახლავთ, ხოლო მშენებლობის მართვა ლსჯ სოლუშენმა განახორციელა. მწვანე კონცხი ბოტანიკო 1.5 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული. კომპლექსი მოიცავს სამ დამოუკიდებელ ბლოკს: ორ 7-სართულიან საცხოვრებელ რეზიდენციას (ჯამში 80 ბინა) ერთ ჯანმრთელობისა და დასვენების ცენტრს, სადაც განთავსებულია ღია აუზი, ფიტნეს დარბაზი და სპა ცენტრი და ასევე 1,650 მ²-ის მოცულობის დახურულ ავტოფარეხს. ლსჯ სოლუშენი პროექტში 2023 წლის თებერვლიდან ჩაერთო. კომპანიის პასუხისმგებლობაში შედიოდა მშენებლობის მართვა, რაც მოიცავს დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის ოპტიმიზაციას, რისკების შეფასებას, დედლაინების დაცვასა და ხარისხის კონტროლს. ლსჯ სოლუშენი მიზნად ისახავს მშენებლობის ეფექტიან მართვას და ქართული სამშენებლო ბაზრის სტანდარტების გაუმჯობესებას.






