რუმს ჰოტელ აბასთუმანი

დამკვეთი: რუმს ჰოტელი
ფართი: 9,031 მ²
დასრულების თარიღი: დეკემბერი 2023
მომსახურების სფერო: საინჟინრო კომუნიკაციების (MEP) პროექტირება

1924 წელს აშენებული ყოფილი სანატორიუმის – „არაზინდო“ – რეკონსტრუქციის შედეგად, აბასთუმანში გაიხსნება ბრენდისთვის დამახასიათებელი დიზაინისა და ესთეტიკის მქონე ახალი სასტუმრო – Rooms Abastumani. აღდგენითი და რეკონსტრუქციული სამუშაოების შედეგად შენობა შეინარჩუნებს თავის ისტორიულ იერსახეს.

აბასთუმნის კურორტი გამოირჩევა უნიკალური კლიმატური პირობებით, თერმული წყლებითა და ბუნებით, რაც ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს უწყობს ხელს. Rooms Abastumani იქნება მაღალი კლასის ბუტიკ-სტილის სასტუმრო, რომელშიც მინიმუმ 60 ნომერი განთავსდება.

საერთო ჯამში, Rooms-ის ინვესტიცია აბასთუმანში შეადგენს 14.4 მილიონ დოლარს, საიდანაც 5.8 მილიონი დოლარი Adjara Group-ის მიერ დაიხარჯება, ხოლო 8.6 მილიონი დოლარი – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მიერ განხორციელებული უცხოური პირდაპირი ინვესტიცია იქნება.

Rooms Hotel Abastumani გახდება რიგით მეხუთე სასტუმრო „Rooms“-ის ბრენდქვეშ – ყაზბეგის (2012), თბილისის (2014), კოხტის (2019) და ბათუმის (2020) სასტუმროების შემდეგ.