ტელეგრაფი

დამკვეთი: სილქ დეველოფმენთი
ფართი: 22,000 მ 2
დასრულების თარიღი: მარტი 2025
მომსახურების სფერო: Lender  & Civil Works  Supervision

LSG Solutions უზრუნველყოფს საინჟინრო ზედამხედველობას Telegraph“ სასტუმროსთვის, რომლის ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს და რომელსაც „Silk Development“ ახორციელებს საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკის – თიბისისა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება ყოფილი ფოსტის შენობაში, რესპუბლიკის მოედანზე.

LSG Solutions პასუხისმგებელია Telegraph“-ის საინჟინრო ზედამხედველობაზე, რაც მოიცავს სამშენებლო დაგეგმვისა და განხორციელების პროცესების, შესაძლო რისკების და პროექტის გამჭვირვალობის ეფექტიან მართვას. კომპანია კოორდინაციას გაუწევს თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსების სწორად და მიზნობრივად გამოყენებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროექტის წარმატებით განხორციელებას.

პროექტის სამშენებლო სამუშაოების ტენდერის გამარჯვებული გახდა საერთაშორისო გამოცდილების მქონე მაღალრეიტინგული სამშენებლო კომპანია DNT Construction, რომელსაც უკვე აქვს წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება Silk Development“-თან ბათუმის Radisson სასტუმროს მშენებლობის პროცესში. Telegraph“-ის პროექტის ავტორია თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული სტუდია – Neri&Hu. კონცეფცია ითვალისწინებს ენერგოეფექტური, მწვანე სასტუმროს მოწყობას, რაც თანამედროვე, მაღალი ხარისხის შენობების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

2024 წლის ნოემბერში, Telegraph Hotel“ ოფიციალურად შეუერთდა საერთაშორისო პრესტიჟულ ქსელს – The Leading Hotels of The World (LHW).