თბილისი მოლი

LSG Solutions project project: Tbilisi Mall
კლიენტი
თბილისი მოლი
სფერო
20 683 მ²
ფარგლები
პროექტის მენეჯმენტი
დასრულება
2024 წლის აპრილი

საერთაშორისო სტანდარტების პირველი უმსხვილესი კომპლექსის – „თბილისი მოლის“ – განახლება იწყება. პროექტის სრულ მენეჯმენტს საპროექტო და მენეჯმენტ კომპანია LSG Solutions უხელმძღვანელებს, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „მეტა“ განახორციელებს. განახლების ფარგლებში, სავაჭრო ცენტრის საზოგადოებრივი სივრცეები განახლდება, რომელიც ჯამში ოთხ სართულს მოიცავს. გაუმჯობესდება განათების სისტემა და ინტერიერი. განახლების პროცესში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტი, რაც „თბილისი მოლს“ საშუალებას მისცემს, შეუფერხებლად იფუნქციონიროს და მიიღოს ვიზიტორები.

„თბილისი მოლს“ სრულად მართავს Rakeen Uptown Development, რომელიც ეკუთვნის Al Hamra-ს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო და უძრავი ქონების განვითარების ჯგუფს. Al Hamra-ს მრავალფეროვანი პორტფელი აქვს საცხოვრებელი, კომერციული და ტურისტული მიმართულებებით.

„თბილისი მოლი“ ოთხ სართულზეა განთავსებული და მოიცავს 250-ზე მეტ მაღაზიას და 15 000 მ² ჰიპერმარკეტს. „თბილისი მოლის“ ზედა სართულებზე განთავსებულია მრავალეკრანიანი კინოთეატრი და კვების ობიექტები. სავაჭრო ცენტრის მიწისქვეშა ოთხ სართულზე 2 000 ადგილიანი უფასო პარკინგია.

განახლება დაგეგმილია პროექტის მაქსიმალურად ეფექტურად და ხარისხიანად დასასრულებლად. ძირითადი სამუშაოები ღამით განხორციელდება. განახლების პროცესში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტი, რაც „თბილისი მოლს“ საშუალებას მისცემს, შეუფერხებლად იფუნქციონიროს და მიიღოს ვიზიტორები.