თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე „ძველი კინოსტუდიის“ შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის განახლება-განვითარების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა.
„ძველი კინოსტუდიის“ შენობის კულტურული და ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპანიამ გადაწყვიტა არქიტექტურული კონკურსის ორგანიზება, რისთვისაც Sodi Investment-მა შეარჩია სამშენებლო მენეჯმენტ კომპანია LSG Solutions, რომელსაც აქვს საერთაშორისო არქიტექტორებთან და ექსპერტებთან მუშაობის გამოცდილება.
კულტურული და ისტორიული ფაქტორების გათვალისწინებით, Sodi Investment-მა მიზნად დაისახა არქიტექტურული კონკურსის ჩატარება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. კონკურსის მიზანია კომპეტენტური ჟიურის მიერ შეირჩეს არქიტექტურული კონცეფცია, რომელიც ჰარმონიაში იქნება დედაქალაქის ისტორიულ, კულტურულ და ეკონომიკური განვითარების პოტენციალთან. Sodi Investment-მა და LSG Solutions-მა მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან აქტიურად დაიწყეს წინასაკონკურსო მოსამზადებელი ეტაპი, მათ შორის, კონკურსის პირობების ჩამოსაყალიბებლად ყველა საჭირო კვლევის ჩატარება.
დარწმუნებულები ვართ, რომ „ძველი კინოსტუდიის“ განვითარების გეგმა, რომელიც ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლების სწორი თანამშრომლობით შეირჩევა, თანამედროვე თბილისის იერსახეს მომხიბვლელსა და მიმზიდველს გახდის და მისი უნიკალური სულის ორგანული ნაწილი გახდება.
Sodi Investment