LSG Solutions უზრუნველყოფს სამშენებლო მენეჯმენტს, დიზაინსა და საკონსულტაციო სერვისებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა უძრავი ქონება, ტურიზმი, სამედიცინო, ინდუსტრიული და ინფრასტრუქტურული.
დიზაინისა და მშენებლობის პროცესებში ჩვენი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ლამაზი, საიმედო და მდგრადი ინფრასტრუქტურული პროექტები შეზღუდული ბიუჯეტისა და დროის ფარგლებში. ყველაზე პრაქტიკული და ეფექტური გადაწყვეტილებებით, ჩვენი კლიენტებისთვის ხარისხსა და კომფორტს უზრუნველვყოფთ.
ჩვენ ვთანამშრომლობთ Multiconsult Group-თან, რომელიც 1908 წელს ნორვეგიაში დაარსდა. Multiconsult Group წამყვანი საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 3 500-ზე მეტ ინჟინერთან თანამშრომლობს. Multiconsult UK-თან ერთად ჩვენ ვმართავთ უდიდეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
კომპანიის მისია სამშენებლო სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებაა, რასაც აშენებული ინფრასტრუქტურის ხარისხისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებით და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმიზაციის გზით, ეფექტური და ხარისხზე ორიენტირებული პროექტის მენეჯმენტით ვახორციელებთ.
გუნდმა წარმატებით დაასრულა 50-ზე მეტი პროექტი, მათ შორის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების, სამრეწველო ობიექტების, საავადმყოფოების, ლაბორატორიებისა და საცხოვრებელი კომპლექსების პროექტები. ეს პროექტები წარიმართა ეფექტური მენეჯმენტის სტრატეგიით, ადმინისტრაციული პროცედურებითა და სიღრმისეული ტექნიკური ცოდნით. გუნდს აქვს კონტრაქტორებთან, დიზაინერებთან, კონსულტანტებთან და სხვა სტეიკჰოლდერებთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება. პროექტები ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით და FIDIC-თან უშუალო თანამშრომლობით განხორციელდა.