LSG Solutions წარმოდგენილი იყო სასტუმრო ინვესტიციების ფორუმზე თბილისი 2026 (HIF 2026) როგორც სტრატეგიული პარტნიორი. ფორუმმა გააერთიანა ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სექტორების წარმომადგენლები, ასევე ინვესტორები და დეველოპერები.
სოსო ბერიძე, LSG Solutions-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ღონისძიებაში მონაწილეობდა როგორც სპიკერი, შეუერთდა პანელურ დისკუსიას სახელწოდებით:
„ბრენდირებული რეზიდენციები და სერვისული აპარტამენტები: ზრდის შემდეგი ძრავა სასტუმრო უძრავ ქონებაში – კონცეფციიდან განხორციელებამდე და გრძელვადიან ეფექტურობამდე“.
დისკუსია ფოკუსირებული იყო ბრენდირებული რეზიდენციებისა და სერვისული აპარტამენტების განვითარების ახალ ტენდენციებზე, მათ საინვესტიციო პოტენციალზე და პროექტის ეფექტური მართვის მნიშვნელობაზე. სოსო ბერიძემ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოქმედებს დიზაინისა და მშენებლობის ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებები კაპიტალურ ხარჯებზე (CapEx), პროექტის ვადებზე და აქტივის გრძელვადიან საოპერაციო ეფექტურობაზე.
LSG Solutions გააგრძელებს მონაწილეობას როგორც სტრატეგიული პარტნიორი მომავალ სასტუმრო ინვესტიციების ფორუმზე ერევანში.