Silk Towers
დამკვეთი: Silk Development
ფართი: 37,590 მ²
მომსახურების სფერი: Local Architect (Architect of Record)
დასრულების თარიღი: ნოემბერი, 2026
პროექტის შესახებ
Silk Towers წარმოადგენს შერეული ფუნქციის განვითარების პროექტს ბათუმის პრესტიჟულ ლოკაციაზე. პროექტი შექმნილია Kengo Kuma & Associates-ის მიერ Silk Development-თან თანამშრომლობით და წარმოადგენს ახალ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, სასტუმრო, გართობისა და დასვენების ფუნქციებს. პროექტი მოიცავს ბათუმის ყველაზე დიდ ლუქს კლასის კაზინოს, 20,000 მ² საზოგადოებრივ პარკს, რომელიც შექმნილია Masu Planning-ის მიერ, ასევე კერძო ნავსადგურს.
პროექტი ეფუძნება მდგრადობაზე ორიენტირებულ მიდგომას და მოიცავს მწვანე ფასადის ელემენტებსა და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს, რაც უზრუნველყოფს არქიტექტურის ბუნებასთან ინტეგრაციას და ქალაქური გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას.
LSG SILK Towers D Block-ისთვის ასრულებს Local Architect (Architect of Record)-ის ფუნქციას და პასუხისმგებელია ყველა დისციპლინის სქემატურ და დეტალურ დიზაინზე, მათ შორის არქიტექტურა, კონსტრუქცია, MEP, ინტერიერი და ლანდშაფტი. პროექტი სრულად მუშავდება BIM გარემოში, რაც უზრუნველყოფს დიზაინის ინტეგრაციას, ტექნიკურ სიზუსტეს და ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისობას.