Silk Towers

დამკვეთი: Silk Development 
ფართობი: 37,590 მ² 
სამუშაოების არეალი (Scope): Local Architect (Architect of Record) 
დასრულების თარიღი: ნოემბერი, 2026 

პროექტის შესახებ 
Silk Towers წარმოადგენს შერეული ფუნქციის განვითარების პროექტს ბათუმის პრესტიჟულ ლოკაციაზე. პროექტი შექმნილია Kengo Kuma & Associates-ის მიერ Silk Development-თან თანამშრომლობით და წარმოადგენს ახალ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, ჰოსპიტალობის, გართობისა და დასვენების ფუნქციებს. პროექტი მოიცავს ბათუმის ყველაზე დიდ ლუქს კლასის კაზინოს, 20,000 მ² საზოგადოებრივ პარკს, რომელიც შექმნილია Masu Planning-ის მიერ, ასევე კერძო მარინას. 

პროექტი ეფუძნება მდგრადობაზე ორიენტირებულ მიდგომას და მოიცავს მწვანე ფასადის ელემენტებსა და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს, რაც უზრუნველყოფს არქიტექტურის ბუნებასთან ინტეგრაციას და ქალაქური გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას. 

LSG Silk Towers Tower 4-ისთვის ასრულებს Local Architect (Architect of Record) და Lead Engineer-ის ფუნქციას და პასუხისმგებელია ყველა დისციპლინის სქემატურ და დეტალურ დიზაინზე, მათ შორის არქიტექტურა, კონსტრუქცია, MEP, ინტერიერი და ლანდშაფტი. პროექტი სრულად მუშავდება BIM გარემოში, რაც უზრუნველყოფს დიზაინის ინტეგრაციას, ტექნიკურ სიზუსტეს და ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისობას.