თბილისი მოლი
დამკვეთი: თბილისი მოლი
ფართი: 20 6783 მ²
დასრულების თარიღი: აპრილი 2024
მომსახურების სფერო: პროექტის მენეჯმენტი
საერთაშორისო სტანდარტების პირველ მსხვილ სავაჭრო კომპლექსში – თბილისი მოლი–ს განახლების პროცესი იწყება. პროექტის მენეჯმენტს სრულად გაუწევს დიზაინისა და მენეჯმენტის კომპანია LSG Solutions, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს სამშენებლო კომპანია Metta.
განახლების ფარგლებში სრულად განახლდება სავაჭრო ცენტრის საზოგადოებრივი სივრცეები, რაც ოთხ სართულს მოიცავს. გაუმჯობესდება განათების სისტემა და ინტერიერის დიზაინი. პროექტის მიმდინარეობისას დაცული იქნება საერთაშორისო უსაფრთხოების ყველა სტანდარტი, რაც თბილისი მოლი–ს შეუფერხებელ ფუნქციონირებასა და ვიზიტორების უწყვეტ მიღებას უზრუნველყოფს.
თბილისი მოლი სრულად იმართება Rakeen Uptown Development–ის მიერ, რომელიც ეკუთვნის Al Hamra–ს – არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ–ერთ უმსხვილეს საინვესტიციო და უძრავი ქონების განვითარების ჯგუფს. Al Hamra ფლობს მრავალფეროვან პორტფელს საცხოვრებელი, კომერციული და ტურისტული მიმართულებით.
თბილისი მოლი მდებარეობს ოთხ სართულზე და მოიცავს 250–ზე მეტ მაღაზიას და 15,000 მ²–ზე განლაგებულ ჰიპერმარკეტს. მაღალ სართულებზე ფუნქციონირებს მრავალეკრანიანი კინოთეატრი და კვების ობიექტები. სავაჭრო ცენტრს აქვს უფასო პარკინგი, რომელიც ოთხ სართულზეა განთავსებული და 2,000 მანქანის ტევადობით.
განახლების პროცესი დაგეგმილია ისე, რომ პროექტი მაქსიმალურად ეფექტურად და მაღალი ხარისხით განხორციელდეს. ძირითადი სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება, ხოლო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით სავაჭრო ცენტრი განაგრძობს შეუფერხებელ ფუნქციონირებას.
