გრინ ქეიფ ბოტანიკო

LSG Solutions project project: GREEN CAPE BOTANICO
კლიენტი
SILK DEVELOPMENT
სფერო
15 000 მ²
ფარგლები
პროექტის მენეჯმენტი
დასრულება
თებერვალი 2023

„გრინ ქეიფ ბოტანიკო“ „სილქ დეველოპმენტისა“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტია. არქიტექტურული პროექტის ავტორია MUA Architecture & Placemaking, ხოლო სამშენებლო მენეჯმენტი LSG Solutions-მა განახორციელა.

„გრინ ქეიფ ბოტანიკო“ 1.5 ჰექტარზეა გაშლილი. კომპლექსი სამი დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება; ორი 7-სართულიანი რეზიდენციისა და ერთი ჯანმრთელობისა და დასვენების შენობისგან, გარე აუზით, ფიტნეს დარბაზითა და სპა ცენტრით. კომპლექსი მოიცავს 80 აპარტამენტს და ასევე 1 650 მ² დახურულ ავტოფარეხს.

LSG Solutions „გრინ ქეიფ ბოტანიკოს“ პროექტში 2023 წლის თებერვლიდან არის ჩართული. მან აიღო სამშენებლო მენეჯმენტი, რაც მოიცავს მშენებლობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის, ასევე მოსალოდნელი რისკების, ვადების და ხარისხის კონტროლის ეფექტურ მართვას. LSG Solutions-ის გუნდის მიზანია, ეფექტურად მართოს სამშენებლო პროექტები და გააუმჯობესოს არსებული კომპეტენცია და სტანდარტი ქართულ ბაზარზე.