რუმს ჰოტელ აბასთუმანი

LSG Solutions project project: ROOMS HOTEL ABASTUMANI
კლიენტი
რუმს ჰოტელს ლაბ
სფერო
9031 მ²
ფარგლები
MEP დიზაინი
დასრულება
დეკემბერი 2023

აბასთუმანში 1924 წელს აშენებული ყოფილი სანატორიუმ „არაზინდოს“ რეკონსტრუქციის შედეგად, Rooms Hotels გახსნის ახალ სასტუმროს, Rooms Abastumani-ს, რომელიც ბრენდისთვის დამახასიათებელი დიზაინისა და ესთეტიკის მიხედვით შეიქმნება. სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, შენობა შეინარჩუნებს ისტორიულ იერსახეს.

აბასთუმნის კურორტი გამოირჩევა თავისი კლიმატური პირობებით, თერმული წყლებითა და ბუნებით, რაც სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის. Rooms Hotel Abastumani იქნება მაღალი კლასის ბუტიკის სტილის და ექნება მინიმუმ 60 ნომერი.

„რუმსის“ ჯამური ინვესტიცია აბასთუმანში 14.4 მილიონი დოლარია, საიდანაც „აჭარა ჯგუფი“ 5.8 მილიონ დოლარს ჩადებს, ხოლო 8.6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება უცხოური პირდაპირი ინვესტიციით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მიერ.

Rooms Hotel Abastumani იქნება რიგით მეხუთე სასტუმრო „რუმსის“ ბრენდის ქვეშ – ყაზბეგის (2012), თბილისის (2014), კოხტას (2019) და ბათუმის (2020) შემდეგ.