LSG Solutions უზრუნველყოფს „Silk Development“-ის 60 მილიონი ევროს ღირებულების სასტუმრო „ტელეგრაფის“ დამფინანსებლის საინჟინრო მომსახურებას, რომელიც ხორციელდება საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკის – თიბისისა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება რესპუბლიკის მოედანზე, ყოფილი ფოსტის შენობაში.
LSG Solutions უზრუნველყოფს „ტელეგრაფის“ დამფინანსებლის საინჟინრო მომსახურებას, რაც გულისხმობს სამშენებლო დაგეგმვისა და განხორციელების პროცესების, მოსალოდნელი რისკებისა და პროექტის გამჭვირვალობის ეფექტურ მართვას. LSG Solutions მოახდენს თიბისისა და საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსების ეფექტური გამოყენების კოორდინაციასა და ზედამხედველობას და, შედეგად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პროექტის წარმატებულ განხორციელებაში.
სასტუმრო „ტელეგრაფის“ რეკონსტრუქციის სამუშაოების ტენდერში გამარჯვებულია მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო სამშენებლო კომპანია – DNT Construction, რომელთან ერთადაც „Silk Development“-ს ბათუმის რადისონის სასტუმროს მშენებლობის წარმატებული გამოცდილება აქვს. სასტუმრო „ტელეგრაფის“ დიზაინი ერთ-ერთ გამორჩეულ თანამედროვე არქიტექტურულ კომპანიას – Neri&Hu-ს ეკუთვნის. შემუშავებული კონცეფცია ითვალისწინებს ენერგოეფექტური, მწვანე სასტუმროს მოწყობას, რაც თანამედროვე, მაღალი ხარისხის შენობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. 2024 წლის ნოემბერში, სასტუმრო „ტელეგრაფი“ ოფიციალურად შეუერთდა The Leading Hotels of The World (LHW)-ს.