თებერვალი 12, 2026

LSG Solutions – პირველი კომპანია საქართველოში ISO 19650 BIM სერტიფიკაციით

LSG Solutions გახდა პირველი საპროექტო და მენეჯმენტ კომპანია საქართველოში, რომელმაც მოიპოვა ISO 19650 BIM სერტიფიკატი BSI Group-ისგან, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სტანდარტებისა და სერტიფიცირების ორგანიზაციისგან.

BIM (Building Information Modeling) წარმოადგენს ორგანიზაციული პროცესების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს უკეთეს კოორდინაციასა და ეფექტურ თანამშრომლობას პროექტში ჩართულ ყველა გუნდს შორის. BIM-ის მეშვეობით იქმნება შენობის ციფრული ტყუპი – ციფრული მოდელი, სადაც შენობასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია კონსოლიდირებულია ერთიან გარემოში.

BIM მოდელი ღირებულია არა მხოლოდ დაპროექტების ფაზაში. ის აქტიურად გამოიყენება სამშენებლო დაგეგმარებაში და ოპერაციულ ეტაპზეც, რაც საშუალებას იძლევა, უფრო ზუსტად დაიგეგმოს სამშენებლო პროცესები, ლოგისტიკა და პროექტის ბიუჯეტი.